Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს

მარშალ პრესი 08/05/2022
გიორგი ვოლსკი

რას გვთავაზობენ, რომ ორგანიზება გავუკეთოთ სამხედროებს, დავარქვათ მათ მოხალისეები, აღვჭურვოთ, ჩავსვათ თვითმფრინავში და გავუშვათ ბრძოლის ველზე. ეს პირდაპირ უკავშირდება საომარ მოქმედებებში სახელმწიფოს ჩართვას. რა საკვირველია, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ნაბიჯ-ნაბიჯ დღითიდღე სულ უფრო მეტი შეკითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას სურს უკრაინის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს საქართველოსაგან და საქართველოს ხელისუფლებისაგან. ბოლო პერიოდში ამ შეკითხვებს ძახილის ნიშნებიც მოემატა. ხომ არ არის ეს დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ მოძრაობებთან. კონკრეტულად სააკაშვილის გუნდთან. ის უკრაინაში ჯერ კიდევ რჩება მაღალ თანამდებობაზე და მასთან დაკავშირებული ადამიანები არიან დაწინაურებულები უკრაინის პოლიტიკური მმართველობის სისტემაში. უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: ლევან იოსელიანი: როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია
Next: ირაკლი კობახიძე: ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის, ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025