Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია

მარშალ პრესი 08/05/2022
ლევან იოსელიანი

როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ, ჩემთვის, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

„როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ, ჩემთვის, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უკრაინაშიც ვიყავი ჩასული; ალეკო ელისაშვილი საერთოდ მათ გვერდით იბრძოდა. ეს, ხომ ამ ქვეყანას დებ ბრალს?! აქ მარტო ხელისუფლებაზე არ არის საუბარი! მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ – მეც შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც მეუბნებიან, როგორი ქვეყანა ხარ, რუსეთის მხარეს ხარ. ასე გამოდის! არადა, ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება გარდა იმისა, რომ ვინმე რუსეთს უჭერს მხარს“, – განაცხადა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენი თითოეული თანამშრომლის მოქმედება არის აბსოლუტურად კორექტული და კანონთან სრულ შესაბამისობაში
Next: გიორგი ვოლსკი: უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.