Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის, ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის

მარშალ პრესი 08/05/2022
ირაკლი კობახიძე

უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით, მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, თითოეული განცხადება, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ, ემსახურება იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაითრიონ.

„ომის დასრულების შემდეგ მეტი სივრცე იქნება ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა და რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკრაინელი ხალხი, უკრაინა, არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მაქსიმალურად გამყარდეს მეგობრობა არა მარტო ქვეყნებს, არამედ ხელისუფლებებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: უკრაინიდან მომდინარე ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ყველა პატრიოტ ადამიანს
Next: კახა კალაძე: უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.