Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენი თითოეული თანამშრომლის მოქმედება არის აბსოლუტურად კორექტული და კანონთან სრულ შესაბამისობაში

მარშალ პრესი 08/05/2022
რატი ბრეგაძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილს მიეწოდება ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც ის საჭიროებს, მაგრამ ის საკუთარი გადაწყვეტილებით არ იღებს გარკვეულ ნაწილს ამ ჩამონათვალიდან, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა.

„სააკაშვილი სრულად უზრუნველყოფილია კვებით, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნის და სეირნობის უფლება, დღეში მინიმუმ 1 საათი. ის ამ უფლების რეალიზებას საკუთარი გადაწყვეტილებით არ ახდენს. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ჩვენი თითოეული თანამშრომლის მოქმედება არის აბსოლუტურად კორექტული და კანონთან სრულ შესაბამისობაში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტს, პოლიტიკური მზიების მიღწევა სცადონ სხვა გზით და არა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მანიპულირებით. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამორალური ქმედება, როდესაც ვინმე ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესები განახორციელოს სხვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრით“, – განაცხადა რატი ბრეგაძე.

Post navigation

Previous: „აზოვის“ წევრი – იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე და ჩვენ მივიღეთ ნულოვანი მხარდაჭერა, ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად – ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი
Next: ლევან იოსელიანი: როდესაც ბრალს მდებ, რომ რუსეთის მხარეს ვარ და ამის მტკიცებულებებს არ მიდებ, ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.