„იმ დროისთვის როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და ისინი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ თავად ჰქონდათ ომის დაწყების მოლოდინი.”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე მომწიფებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი იყო მოსალოდნელი. ამ კონტექსტში ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მის არალეგალურად ჩამოყვანაში ჩართულები იყვნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც სხვადასხვა თანამდებობებზე. ამიტომ, ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ვარაუდების საფუძველს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
