Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზეწოლა იყო საკმაოდ სერიოზული. ამას ემატებოდა კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, როგორიც იყო ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 28/01/2024
ირაკლი კობახიძე

ზეწოლა იყო საკმაოდ სერიოზული. ამას ემატებოდა კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, როგორიც იყო ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ზეწოლის მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო.

„წარმოიდგინეთ, დღემდე ბელარუსიდანაც კი არ ჰყავს გაწვეული ელჩი უკრაინას და საქართველოდან გაიწვიეს ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როცა ემოციური ფონი, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს – საქართველოში სურდათ მეორე ფრონტის ხილვა, რასაც ირიბად ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს დაუმძიმებდა ვითარებას, მაგრამ უმძიმესად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა
Next: ვიდრე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს გარკვეული გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, ისინი ამ ქვეყანას არ მოასვენებენ – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.