Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას

მარშალ პრესი 28/01/2024
ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა ძალიან ბევრი, მსესხებლის უფლებების დასაცავად.

დეპუტატი კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა.

„სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ისეთ სახელმწიფოს, შეიძლება ერთი ორი აღმოჩნდეს მხოლოდ, რომელიც ასეთ [საცხოვრებრელის დაკარგვის] მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ბინის ქირას სთავაზობს და პრაქტიკულად არავის ტოვებს ჭერის გარეშე. ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, არის ჩამოყალიბებული, შეთანხმებული და ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან აშკარად სპეკულაციის ფორმას იღებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს გამოეხმაურა.

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

Post navigation

Previous: თსუ-ის ლექტორის აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას
Next: როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.