Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თსუ-ის ლექტორის აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას

მარშალ პრესი 28/01/2024
ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშაიას განცხადებით, აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მიმართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას. ვიმსჯელეთ აკადემიურ საბჭოზე ჩვენი კოლეგის აკაკი ციქობავას საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა, მათ შორის მეც, ვუშუამდგომლებთ მას შესაბამის უწყებებთან და თავდებში დავუდგებით“, – განაცხადა სამუშიამ.

თსუ-ის ლექტორი აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მის მხარდასაჭერად სტუდენტების ნაწილმა აქციები დაიწყო და უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა.

Post navigation

Previous: თემურ ჭყონიამ “მთავარ არხს” კიდევ 1 წლით გაუგრძელა დაფინანსება (ვიდეო)
Next: სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.