Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას

მარშალ პრესი 26/01/2024
დავით-არახამია

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას იმ დეპუტატების გამო, რომლებსაც მუშაობის შეწყვეტა სურთ.

მისი თქმით, ახლა უკრაინის უმაღლეს რადაში არ არის ერთობა, რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ და ახლა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ომამდე იყო.

“პარლამენტთან დაკავშირებით დიდი კრიზისი ახლოვდება, რადგან ფრაქციაში გადადგომის შესახებ 17 განცხადება მაქვს. ანუ პარლამენტში უკვე 401 კაცი გვყავს, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს აუცილებლად გავათავისუფლებთ – 400 კაცი იქნება. 400-დან 226 [მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად] დეპუტატის შეკრება ძალიან რთული იქნება”, – აღნიშნა დავით არახამიამ.

დავით არახამიამ ასევე აღნიშნა, რომ სხვა ფრაქციებსა და პარტიებსაც ჰყავთ დეპუტატები, რომლებსაც წასვლა სურთ.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს
Next: სალომე ზურაბიშვილი მიესალმება სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა წუხს, რომ ინფორმაცია არ მიაწოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.