Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა წუხს, რომ ინფორმაცია არ მიაწოდეს

მარშალ პრესი 27/01/2024
სალომე ზურაბიშვილი1

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმარება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.

Post navigation

Previous: დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას
Next: ხაზარაძე-გახარიას წარმომადგენლებმა ერთმანეთს “წაკბინეს” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.