Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს

მარშალ პრესი 26/01/2024
თამთა მეგრელიშვილი

„აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება. მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.

„დაარსების დღიდან დღემდე, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის. ჩვენ ვბედავთ და ვსაუბრობთ ქართულ ინტერესებზე. ვიზიარებთ რა პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ მათთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ გამოწვევებზე. ფაქტია, რომ შინ თუ გარეთ ვამხელთ პოლიტიკურად არაკეთილმოსურნე ძალებს. ქართული პოლიტიკა ხალხთან უფრო ახლოს მივიტანეთ და ამიტომაც „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს.

აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება. მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: „ხალხის ძალის“ წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირებაა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს – ზურაბ ქადაგიძე
Next: დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.