Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს

მარშალ პრესი 23/01/2024
ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „გასარკვევია, რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი ტიტული დაიმსახურა“.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი.

„ხომ არ გეცნობათ “ცივილიზებული სამყაროს ლიდერის” სტატუსი 2008 წელს სააკაშვილისთვის და 2022 წელს ზელენსკისთვის? დიახ, ეს იყო დავალება გარედან და მისი უპირობო შესრულების “ჯილდო.” აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი, ეს დროც მოვიდა. რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ, შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, რომ დიახ, ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი
Next: პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.