მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, რომ დიახ, ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც გუშინ და გუშინწინ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა მითითებებს და ასე ვთქვათ, პიარულ სვლებსა თუ სხვადასხვა სახის აქტივობას უგეგმავდა, დღეს ჩანაცვლებულია „ლელოში.
„ლელო“ რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის წილნაყარი და ეს რომ ერთი ფესვის სხვა განშტოებაა, ამაზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელიც კია. ვისურვებდი, რომ მათ უბრალოდ სიმართლე უთხრან ხალხს. აქ არც როზნერი გჭირდება, არც არავინ გჭირდება. მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, დიახ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
