Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია

მარშალ პრესი 23/01/2024
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი კონსულტანტ ჯერემი როზნერთან „ლელოსთან“ თანამშრომლობას გამოეხმაურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის ეს იმის დასტურია, რომ „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფლანგია.

„კარგია, თუ ვინმე კონსულტანტი ეყოლება „ლელოს“, იმიტომ, რომ მათი ბოლო კლიპი, რომელიც ავტომობილთან იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში არჩევნებზე ასეთი კლიპი კარგია თუ არა, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, ლა მანშზე არა, მაგრამ ლე-მანზე „ფორდ მუსტანგი“ იღებდა მონაწილეობას თუ „ჯი ტი 40 შელბი“. პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია“, –  აცხადებს ქადაგიშვილი.

ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.

Post navigation

Previous: რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს
Next: მესმის, რა რთული სამუშაო აქვს ამ ადამიანს – ხაბეიშვილიდან და „ლელოსგან“ რამე რომ უნდა გამოძერწოს – იაგო ხვიჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.