Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს

მარშალ პრესი 23/01/2024
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო

“ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება.”– ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.

აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს.
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.”– აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ხელი მოეწერება შეთანხმებას, ქვეყნებს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.
Next: ორკესტრირებულად ამტკიცებენ “ნაცმოძრაობა” და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო, ამიტომაც აუცილებელია მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.