Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორკესტრირებულად ამტკიცებენ “ნაცმოძრაობა” და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო, ამიტომაც აუცილებელია მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება

მარშალ პრესი 23/01/2024
ედიშერ გვენეტაძე

ორკესტრირებულად ამტკიცებენ „ნაცმოძრაობა“ და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ დაიწყო. ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ.

გვენეტაძის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება და ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინც ომი დაიწყო.

„ნაცმოძრაობამ #1633 ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ნაცმოძრაობამ ცალსახად დაადასტურა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო! საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ 1-ის ეთერში ასევე ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ომი ნაცმოძრაობამ დაიწყო! მაშასადამე ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისაგან დოკუმენტურად მტკიცდება, რომ 2008 წლის ომის ინსპირატორი და დამწყები ნაცმოძრაობის ხელისუფლება და პირადად მიშა სააკაშვილი ყოფილა!

ამრიგად, მას შემდეგ, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჰააგასა და სტრასბურგში ღირსეულად დაიცვა ქართული სახელმწიფოსა და ჯარისკაცების სიმართლე და ღირსება! ახლა აუცილებელია იმ ძალის დანაშაულობების გამოძიება და კანონის ძალით დასჯა, ვინაც დაიწყო ომი! რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფოს დაეღუპა მოქალაქეები და ქვეყანამ დაკარგა მიწები!

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ! ამას ორკესტრირებულად ამტკიცებენ ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ეს ომი ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ დაიწყო! ამიტომაც აუცილებელი მათი წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებების სკულპუროზული გამოძიება! და ვიმეორებთ ამ საქმის შემოქმედთა კონსტიტუციის ფარგლებში სამართლებრივი დასაჯა!“ – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს
Next: ნათელი უნდა მოეფინოს 2008 წლის ომის მოღალატეობრივ დეტალებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებს, რათა დადგინდეს სიმართლე და დადგეს სამართალი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.