Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ხელი მოეწერება შეთანხმებას, ქვეყნებს შორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.

მარშალ პრესი 23/01/2024
ილია დარჩიაშვილი

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

 

Post navigation

Previous: დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი (ფარული ვიდეო და აუდიო)
Next: ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.