Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: პაციენტი, რომელიც არ ითვალისწინებს ექიმების რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს დანიშნულებას და შერჩევითად იღებს მედიკამენტებსა და საკვებს, შესაძლოა პროცესი გართულდეს

მარშალ პრესი 07/05/2022
ხუნდაძე

მსჯავრდებული და ამ შემთხვევაში ასევე პაციენტი, რომელიც არ ითვალისწინებს ექიმების რჩევა-დარიგებებს, დანიშნულებას არ ასრულებს და შერჩევითად იღებს მედიკამენტებსა და საკვებს, შესაძლოა ეს პროცესი გართულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ თუ მისი მდგომარეობა გართულდა, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით ჩვენ უზრუნველყოფთ მის სამედიცინო მომსახურებას – თუ საჭირო გახდება გადავიყვანთ სამოქალაქო სექტორში, კლინიკაზე. მინდა განვაცხადო, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მე და დავით სერგეენკოს მიგვიპატიჟებდა, ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით იმ მისამართზე, სადაც კიდევ ერთხელ მივიღებდით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. სწორედ ამ მუშაობის პროცესი შემდეგ, 3-4 საათში გამოქვეყნდა სააკაშვილის მიმართვა და ვიეჭვე კიდეც, ხომ არ გაიგო რომ ჩვენ მისი ჯანმრთელობის მოსაკითხად ვიყავით და ხომ არ დაგვაწია მიპატიჟება-თქო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

4 მაისს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წევრ ექიმებს მოუწოდა, მოინახულონ ის როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა, როგორც პაციენტზე და არა პოლიტიკოსზე.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი: მივმართავთ ევროკავშირის მაკონტროლებელ ორგანოებს, გუანტანამოს ციხეში დაფიქსირებული საგანგაშო ვითარება საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული პროცესების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ
Next: ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენას ედავებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025