დავით ქართველიშვილი: მივმართავთ ევროკავშირის მაკონტროლებელ ორგანოებს, გუანტანამოს ციხეში დაფიქსირებული საგანგაშო ვითარება საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული პროცესების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ

970X90

მივმართავთ ევროკავშირის და აშშ-ს შესაბამის მაკონტროლირებელ ორგანოებს – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზეგავლენა მოახდინონ აშშ-ს ხელისუფლებაზე პატიმართა მიმართ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, მათი წამებისა და სიცოცხლის შესაძლო უკანონო მოსპობის თავიდან აცილების მიზნით!- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი „Amnesty International“ -ის ანგარიშს აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

მისი თქმით ამერიკულ ციხეებში პატიმართა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას.

„გადავიკითხე 2021/22 წლის „Amnesty International“ ანგარიში აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შემძრა კუბაში, გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე არსებულმა მდგომარეობამ, სადაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, ამერიკელი სამხედროები აგრძელებენ თვითნებურ და უვადო პატიმრობაში 39 მუსულმანის უკანონო ტყვეობას. პრეზიდენტ ბაიდენის წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ამერიკის მთავრობა არაფერს არ აკეთებს გუანტანამოს ბანაკის დასახურად. პატიმართა საქმეების პერიოდული გადახედვის კომისიამ გასული წლის ოქტომბერში მხოლოდ ორი ადამიანი გადაიყვანა გუანტანამოდან კონტინენტზე. ამჟამად კუბაში ჯერ კიდევ იმყოფება 12 პატიმარი, რომელთა მიმართ აღნიშნულმა კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება მათი აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში გადაყვანის თაობაზე – აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ზოგიერთი მათგანი ელოდება უკვე 10 წლის განმავლობაში!

2017 წლის იანვრიდან გუანტანამოს ბანაკი დატოვა მხოლოდ ორმა პატიმარმა – ხოლო დარჩენილებს არ უტარდება არანაირი სამედიცინო დახმარება, ასევე ამერიკული პერსონალის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს, არ უტარდება არანაირი სარეაბილიტაციო ღონისძიებები! ათ პატიმარს – ნაცვლად სამართლიანი სასამართლო პროცესებისა, საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების უხეში დარღვევით – საქმეები განიხილა სამხედრო ტრიბუნალმა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ ემუქრებათ სიკვდილით დასჯა. ხოლო, საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გვერდის ავლით სიკვდილით დასჯა – გაიგივებული იქნება მკვლელობასთან სახელმწიფოს სახელით! საქართველოს საზოგადოების სახელით და ქვეყნის „სახალხო დამცველის ოფისის“ მაგივრად, მივმართავთ აშშ-ს ხელისუფლებას სასწრაფოდ მოიყვანოს „Amnesty International“-ის მიერ დაფიქსირებული საგანგაშო ვითარება საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული პროცესების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში!

მივმართავთ ევროკავშირის და აშშ-ს შესაბამის მაკონტროლირებელ ორგანოებს – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზეგავლენა მოახდინონ აშშ-ს ხელისუფლებაზე პატიმართა მიმართ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, მათი წამებისა და სიცოცხლის შესაძლო უკანონო მოსპობის თავიდან აცილების მიზნით! შევახსენებთ, რომ ამერიკულ ციხეებში პატიმართა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას!“- წერს ქართველიშვილი.

970X90
გაზიარება