ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენას ედავებიან

970X90

ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას შენახვა-შეძენას ედავებიან. ამის შესახებ მოსამართლემ პროცესზე განაცხადა.

დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა, გამოძიება დაწყებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. დეპუტატი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების საშუალებას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს.

ნოდარ დუმბაძე გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიციამ დაკავების დროს მარიხუანა აღმოაჩინა. მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან გაათავისუფლა, შემდეგი პროცესი 25 მაის გაიმართება

970X90
გაზიარება