Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 21/01/2024
შალვა პაპუაშვილი

რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მძევლად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 იანვარს გიორგი კანდელაკის მიერ სამების ტაძარში გადაღებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.

„ნიშანდობლივია, რომ ეს ამბავი დაიწყო გიორგი კანდელაკისგან, ადამიანი, რომელიც დღეს წარმოაჩენს, როგორც „ენჯეოს“ წარმომადგენელი, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სოვლაბის“ ერთ-ერთი აქტიური წევრი და ამავე დროს ეს არის ადამიანი, რომელიც პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრია. აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა, ჩვენი სამოქალაქო სექტორისა. რეალურად, სამოქალაქო სექტორი გახდა პოლიტიკოსების თავშესაფარი და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგის მძევლად იქცა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შობის თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით წამოჭრილ პოლემიკაზეც.

მისი თქმით, შობის თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგონარი ისტერია „ენჯეოსა“ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მოაწყვეს და ზემოთ აღნიშნულის ნაწილი იყო.

„ცდილობენ, შობის თარიღი დაუკავშირონ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და კვლავ რუსეთი შემოიტანონ აქ საკითხად. საქართველო ამ დღეს აღნიშნავს საუკუნეებია უკვე და მათ შორის, საუკუნეებით ადრე, ვიდრე რუსეთი საერთოდ სახელმწიფო წარმოიქმნებოდა, თუ რუსეთი, როგორც ქრისტიანული ი ჩამოყალიბდებოდა. ამას ეძახიან რუსულ შობას. ეს ყველაფერი, თავდასხმა და მტრული რიტორიკა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, ხორციელდება ევროპის, დასავლეთისა და ლიბერალიზმის სახელით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეკონომიკური კუთხითაც თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი
Next: ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უფრო გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული – ზაზა შათირიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.