Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეკონომიკური კუთხითაც თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი

მარშალ პრესი 21/01/2024
ირაკლი კობახიძე

შარშან, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რამაც თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას ტელეკომპანია “POSTV”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო, ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

“ჩვენი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა, ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს
Next: რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა – შალვა პაპუაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.