Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უფრო გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული – ზაზა შათირიშვილი

მარშალ პრესი 21/01/2024
ზაზა შათირიშვილი

მე ასე ვიტყოდი, თავისი თვისებით ის არის კრიზისმენეჯერი, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა „იმედის კვირაში“ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელიც უფრო გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ გამოწვევები არის გარედან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), რომელსაც გავლილი აქვს სერიოზული ცხოვრების გზა და ასეთ მძიმე სიტუაციებში მოუწია შემოსვლა. ახლა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში ვართ. მსგავსი მომენტები 35-40 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი არ ყოფილა. ავიღოთ თუნდაც ის, რომ შუა ევროპაში, ევროპის გულში ორი წელია ომი მიმდინარეობს, ასევე არ დაგვავიწყდეს რომ არჩევნების წელია“, – აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

 

Post navigation

Previous: რეალურად, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსების თავშესაფარი გახდა – შალვა პაპუაშვილი
Next: ჩვენ ჩვენს თავს, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ჩვენვე უნდა მივხედოთ – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.