დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილი იქცევა ისე, რისთვისაც ჩამოვიდა – მისი ჯანმრთელობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მას სჭირდება

IMG.GE

ვადასტურებ, დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობა საყურადღებოა, მაგრამ ეს მდგომარეობა თვითონვე შექმნა და ეს მას სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

„სააკაშვილი იქცევა ისე, რისთვისაც ჩამოვიდა. ყოველდღიურად მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში აღმოჩნდა, მეორე დღიდანვე მისი მომხრეები, ხშირად ჩემი კოლეგები და მისი პირადი ექიმიც იძახდნენ, რომ მისი მდგომარეობა დამძიმებულია, არადა ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ძლიერად მყოფი სააკაშვილი, როდესაც ის წინააღმდეგობას უწევდა ზედამხედველებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

IMG.GE
გაზიარება