Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 16/01/2024
ირაკლი კობახიძე

როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის.

„საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტიტუციური ინსტიტუტები, ისინი ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას
Next: საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.