Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

მარშალ პრესი 16/01/2024
წილოსანი

ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი რა თქმა უნდა ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც შუა დერეფანს ჩინეთთან თანამშრომლობით დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

„ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბრები, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის” მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა – ირაკლი კობახიძე
Next: წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენს იდენტობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.