Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტიტუციური ინსტიტუტები, ისინი ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას

მარშალ პრესი 16/01/2024
ირაკლი ჩიქოვანი

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მათ იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის კონსტიტუციური ინსტიტუტები, ისინი ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულ პრინციპებს და ეწინააღმდეგებიან იმ ნება-სურვილს, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიასა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებასაც, ვინაიდან კონკრეტული პირები, მათთან დაკავშირებული პარტიები, მედია და არასამთავრობო სექტორი, უპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართულია.

„საზოგადოებას ნათლად დავანახებთ, რომ ეს ადამიანები, ამ პირთა წრე, როგორც პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული და დაქვემდებარებული მედია, ასევე მათზე დამოკიდებული და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, უპირისპირდება ყველაფერ იმას, რაც არის ქართული და წაადგება ქართულ სახელმწიფოს.“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

Post navigation

Previous: ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან
Next: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.