Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის სწორედ რეალური ინტეგრაცია, რაც ეკონომიკურად საქართველოსა და ევროკავშირის სივრცეების დაკავშირებას გულისხმობს

მარშალ პრესი 15/01/2024
ეკა სეფაშვილი

„ევროპაში აპრობირებული სისტემები საქართველოს სინამდვილეში, ნელ-ნელა და თანდათანობით, ფეხს იკიდებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

ეკა სეფაშვილის თქმით, ევროკავშირთან რეალური ინტეგრაცია სწორედ საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური სივრცეების დაკავშირებაა.

„ეს არის სწორედ რეალური ინტეგრაცია, რაც ეკონომიკურად ჩვენი სივრცეების დაკავშირებას გულისხმობს, რადგან ევროპაში ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკურს არ ნიშნავს. ეს, ასევე, ეკონომიკურ სრულფასოვან თანამშრომლობას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი, თავდაპირველად, სწორედაც, რომ როგორც ეკონომიკური ორგანიზაცია, ისე შეიქმნა და პოლიტიკურ ორგანიზაციად შემდეგ ტრანსფორმირდა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება 15 იანვრიდან ძალაში შევიდა. შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.

Post navigation

Previous: 2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა
Next: ამ მიზნების მისაღწევად დაველაპარაკები ყველას – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.