Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

2024 წლის იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა

მარშალ პრესი 15/01/2024
პროკურატურა

2024 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულების, პროკურატურის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან პროკურატურის თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურობის დანამატი 2%-ით იზრდება. კერძოდ, 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს – 7%, 10-დან 20 წლამდე – 12%, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას – 17% განისაზღვრა.

პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში 2023 წლამდე არ მოქმედებდა.

პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, ოპოზიცია საშინელ მდგომარეობაშიაო, მაგრამ მე მაქვს კითხვა, საერთოდ არის თუ არა ოპოზიცია?
Next: ეს არის სწორედ რეალური ინტეგრაცია, რაც ეკონომიკურად საქართველოსა და ევროკავშირის სივრცეების დაკავშირებას გულისხმობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.