Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ მიზნების მისაღწევად დაველაპარაკები ყველას – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 15/01/2024
ნიკა გვარამია1

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია სრულიად უინტერესოა ჩემთვის, – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მას აინტერესებს ცვლილებები და სიახლეები.

„ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5-იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება. მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები.

თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო. შეკითხვაზე, „ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები“, გპასუხობთ: ყველას“, – წერს ნიკა გვარამია.

Post navigation

Previous: ეს არის სწორედ რეალური ინტეგრაცია, რაც ეკონომიკურად საქართველოსა და ევროკავშირის სივრცეების დაკავშირებას გულისხმობს
Next: თბილისში დაკარგული მამაკაცი იპოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.