Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას ვერაფერი აღუდგება წინ, მალე საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა

მარშალ პრესი 06/05/2022
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას ვერაფერი აღუდგება წინ. მისივე თქმით, მალე საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ბათუმის საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომ, ძალიან მალე უკვე ბათუმის საკრებულოს მიეცემა საშუალება, სრულად იფუნქციონიროს. საკანონმდებლო ცვლილებები არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საკითხი, რომელიც გამოასწორებს იმ ნაკლოვანებას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში იყო “,  – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს.

Continue Reading

Previous: მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლების პროექტს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს – კახა კალაძე
Next: 220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025