Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება

მარშალ პრესი 06/05/2022
4040

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოქალაქე ელისაბედ ბადაშვილის პოსტი, რომელშიც ის ეხმიანება ნიკოლოზ წულუკიძის შვილის გარდაცვალებას და წერს:

“220 ბავშვი გარდაიცვალა და ორი ამდენი დაიჭრა, რამდენს ამპუტირებული აქვს ხელი ან ფეხი არ ვიცი, ომში რომელსაც უკრაინა მარტო აწარმოებს ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტრის – რუსეთის წინააღმდეგ! გაიაზრეთ რა ხდება უკრაინაში როდესაც მათი გამობათქვამების კრიტიკას იწყებთ და მიზერული დახმარების დაყვედრებას, სრულ ჭკუაზე როგორ არიან საკვირველია! ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს! ახლა ნეიტრალიტეტი და რუსეთუმეობა – ქვეყნის ღალატია! იმედია ჩვენთვის რომ ეთქვა რუსეთს – დათმე ენა, განიარაღდი, მონად დამიდექი, არ გაბედო და არ განვითარდე, რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოაცხადე… არც ჩვენ დავთანხმდებიდით და წინააღმდეგობას გავუწევდით!”- წერს ბადაშვილი, რასაც გამოეხმაურა მხატვარი ბესიკ დუღაშვილი, რომელმაც საპასუხოდ დაწერა:

“ეს “ქალბატონი” გახლავთ პედაგოგი და მუშაობს (როგორც თავად წერს) პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში! არის დედა და ბებია!! ოეეეე! საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გძინავთ? ეს ვინ გყავთ გვერდით? ეს არსება საერთოდ საზოგადოებას როგორ უნდა გააკარო?

“ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოებაო!”
ამ სიტყვების შემდეგ შენ უბრალოდ უნდა გაგარიდონ საზოგადოებას!
შენ საშიში ხარ!
შენი შვილიშვილი რომ გადავარდნილიყო (უფალმა დაიფაროს მუხლდაჩოქილი ვევედრები) მაშინ თუ გეხსომებოდა უკრაინელები???…
რუსეთუმეობა არ გაბედო და არ მომაკერო! მე სისხლი მაქვს დაღვრილი მათთან ბრძოლაში!” – წერს ბესიკ დუღაშვილი.

Continue Reading

Previous: ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას ვერაფერი აღუდგება წინ, მალე საკრებულოს სრულად ფუნქციონირების საშუალება მიეცემა
Next: ეს ქალის არამსგავსი აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაშიც არ იკადრებდა ქალი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025