კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლების პროექტს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ამისთვის, მას მადლობა მინდა გადავუხადო. პროექტი, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ღირებულებისაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს.
„ფერდზე მძიმე მდგომარეობა იყო – სარწყავი სისტემა არ არსებობდა, ხეები გახმა. ეს ადგილი ქალაქის ფილტვებია. სამუშაოების ჩატარების შედეგად, განხორციელდება ხეების სანიტარიული ჭრა, დაირგვება ხე-მცენარეები. აქ ადამიანები რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ეს დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 700 ჰექტარზე ხორციელდება.
საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით...