Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ ძველით ახალ წელსა და კალანდას!

მარშალ პრესი 14/01/2024
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ძველით ახალ წელს – კალანდობას ულოცავს და სოციალურ ქსელში ანსამბლი „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს მათ მოძრაობაში წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას.

,,სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა.

ძველები! რა სიდიადეა ამ ჭარმაგი კაცების ქართულ ერთობაში, ენით უთქმელი და მართლაც მისტიური.

რა თქმა უნდა, დრო უდროოა, „ძველები“ კი პირობითი ზედსართავია, რადგან უყურებ და არავინ გეგულება მათზე უფრო დღევანდელი, უფრო ახალგაზრდა და გულზვიადი.

წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას.

მადლობა თქვენ, ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეებს ამ ამაღლებული წუთებისთვის!

ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ. გილოცავთ ძველით ახალ წელს და კალანდას!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: მე გეტყვით, როგორი მეთოდებით უნდა მოვკლათ სტალინი საბოლოოდ – ეკა წამალაშვილი
Next: მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა – მიშა ანდღულაძე დავით კეზერაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.