Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე გეტყვით, როგორი მეთოდებით უნდა მოვკლათ სტალინი საბოლოოდ – ეკა წამალაშვილი

მარშალ პრესი 13/01/2024
ეკა-წამალაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მე გეტყვით, როგორი მეთოდებით უნდა მოვკლათ სტალინი საბოლოოდ. როგორ უნდა შევებრძოლოთ სტალინურ მემკვიდრეობას, რომელიც რუსეთში გვითრევს.

2024 წელს სრულდება ასი წელი 1924 წლის აჯანყებიდან. ეს იყო საქართველოს ღირსების აჯანყება.

გამოვდივარ ინიციატივით – გამოვაცხადოთ 2024 წელი 1924 წლის გმირების წლად და დავტვირთოთ ეს წელი ამ უდიდესი ისტორიული აქტის ხსოვნისა და პატივისცემის ღონისძიებებით. ეს უნდა იყოს დიდი კამპანია და იმედი მაქვს, ბევრნი შემოუერთდებით.

ვაცხადებთ 2024 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის და დანარჩენი გმირების წლად. ისინი არიან ძალიან ბევრნი და ჩვენგან ელოდებიან იმ თავგანწირვის დაფასებას.”- წერს ეკა წამალაშვილი.

Post navigation

Previous: „კეზერაშვილს ყველა გადაცემა და მასთან დასაქმებული ადამიანი პოლიტიკური „მესიჯების“ გასავრცელებლად სჭირდება“
Next: გილოცავთ ძველით ახალ წელსა და კალანდას!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.