Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა – მიშა ანდღულაძე დავით კეზერაშვილზე

მარშალ პრესი 14/01/2024
მიშა-ანდღულაძე-

ტელეკომპანია “ფორმულაზე” გასართობი გადაცემის დახურვის შესახებ ისაუბრა მიშა ანდღულაძემ, რომელიც ამ ყველაფერს უკავშირებს კეზერაშვილის ერთგვარ განაწყენებას იმის გამო, რომ მათ სოკოლაკის აღება ვერ შეძლეს (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დასუსტება/დამარცხება)

ამ საკითხზე მიშა ანდღულაძემ ისაუბრა Youtube არხზე, გიორგი ვარდოსანიძესთან სტუმრობისას და კეზერაშვილი როგორც ოლიგარქი ისე მოიხსენია.

„ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“. მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით“, – განაცხადა მიშა ანდღულაძემ.

Post navigation

Previous: გილოცავთ ძველით ახალ წელსა და კალანდას!
Next: დღეიდან ტაივანი შევიდა ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი, ავადხსენებული და „ტურბულენტური“ კოჰაბიტაციის ეპოქაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.