Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ – ზურაბ ქადაგიძე დანიის ელჩს

მარშალ პრესი 11/01/2024
ზურაბ ქადაგიძე

„იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ქადაგიძემ ელჩს მოუწოდა, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და ნუ გახდება ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი.

„ქალბატონო ელჩო,

იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ, არა?!

თუ, ახალი დავალებაა წამოსული გლობალური პოლიტკონიუქტურის შემოქმედებისაგან და სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული რადიკალური ოპოზიცია გამოაფხიზლოთ?

შეხსენებისთვის, ქართულმა საზოგადოებამ ჰარცელი და კელი დეგნანი მოინელა, თავიანთი უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განზრახვებითურთ და დამერწმუნეთ, თქვენი მონელება არაფერი დიდი ბედენა იქნება!

ასე, რომ გაუფრთხილდით რეპუტაციას და თქვენ საქმეს მიხედეთ. ნუ გახდებით ქართულ-ევროპული გადატვირთული ურთიერთობების დამაზიანებელი!“, –
წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე – ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას
Next: საინტერესო იქნება განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს – ლადო ბოჟაძე დანიის ელჩის განცხადებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.