Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე – ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას

მარშალ პრესი 11/01/2024
ირაკლი ზარქუა

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას.

ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს და ამისთვის დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია

„მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ახლა ცდილობს რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც, იქ გადადი და ბოლოს ამას რომ მოილევ ბოლო ტესტი იქნება, ეს არის ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და იმ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც პრემიერ მინისტრის, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: გაოცებული ვარ კუბილიუსის მსგავსი პოლიტიკოსების განცხადებებით, რომლებიც ერთი-ერთში აკოპირებენ ლევან ხაბეიშვილს
Next: იქნებ თქვენი უფლება-მოვალეობები კარგად გაგეთავისებინათ და პოლიტიკური რადიკალიზაციის ხელშეწყობისგან თავი შეგეკავებინათ – ზურაბ ქადაგიძე დანიის ელჩს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.