Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა

მარშალ პრესი 03/01/2024
ივანე ჩხაიძე

წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.

„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Post navigation

Previous: „ფორბსმა“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა
Next: სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ – გია ვოლსკი კანდიდატის სტატუსზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.