Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ფორბსმა“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა

მარშალ პრესი 03/01/2024
ფორბსის რეიტინგი თბილისზე

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს. რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირის კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს – ლონდონი, მეოთხეს კი პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.

თბილისი რეიტინგში მე-5 ადგილზეა. როგორც „ფორბსი“ წერს, საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვის, ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისი გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. ქალაქი საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისთვის შესანიშნავად არის მორთული, ეს განწყობა კი იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ასევე, ორგანიზებულია საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები, რითიც თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორისაა.

რეიტინგში ასევე შედიან პრაღა, იბიცა, სან მიგელი, ედინბურგი და პორტო.

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა აღმოაჩინეს ახალი პლატფორმათაშორისი საფრთხეები
Next: ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.