Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ – გია ვოლსკი კანდიდატის სტატუსზე

მარშალ პრესი 03/01/2024
ვოლსკი

ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის! – სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ, – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება.

კითხვაზე, ევროკომისიის განახლებული რეკომენდაციების შესასრულებლად შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მთელი პარლამენტი სამუშაო ჯგუფია და იმაზე კარგი სამუშაო ჯგუფი, ვიდრე ეს პარლამენტის კომიტეტებია, არავის მოუგონია“.

„ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული პროგრამა და ხედვა, თუ რა საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთონ, არ გააჩნიათ. მათ ის მუხტი შეინარჩუნეს, რაც 2023 წლიდან გადმოჰყვათ – ეს არის აგრესიული საბოტაჟის პოლიტიკა, რასაც მუდმივად აწარმოებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად იციან, კომიტეტები არსებობს, არსებობს დარგობრივი თემები, საპარლამენტო ფორმატები, სადაც მუშაობაა საჭირო და არა ახალი ფორმატების მოგონება, თითქოს და, ეგენი იღვწიან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მას მერე, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო, ამან რადიკალური ოპოზიციის ბანაკში სერიოზული ისტერიკა გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა
Next: უბედური შემთვევის მსხვერპლია, თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და იმ სისულელესაც ნუ მიაწერთ რომ თავი მოიკლა – მეგობარი მარი ბაბეტას გარდაცვალების ვერსიებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.