Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას – ჯანდაცვის მინისტრი წამლებზე ფასის რეკორდულ მატებაზე

მარშალ პრესი 29/12/2023
ზურაბ აზარაშვილი

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო,  ფასების მკვეთრი  ზრდა.

მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული“– აღნიშნულის ჯანდაცვის მინისტრმა  ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.

„სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის  გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას. ჩვენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის ვიზრუნებთ, მსგავს ფაქტებზე კი მკაცრი რეაგირება გვექნება.

ფარმაცევტული კომპანიები პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.”- განაცხადა მინისტრმა.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძეს შეიძლება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის ამბიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს
Next: გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“ და იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები,

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.