Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“ და იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები,

მარშალ პრესი 29/12/2023
სამხარაძე

გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“ და იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.

„ეს ძალიან სავალალო, სამწუხარო ამბავია, ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისთვის. ასევე, იმ მედიებისთვის, რომლებსაც კეზერაშვილი აფინანსებს, რადგან მისი ახლობელი, ოჯახის წევრი დაკავებულია გერმანიის პროკურატურის შედეგად გამოცემული ორდერის საფუძველზე. გამოძიება ბოლო ეტაპზეა გადასული და ნათლად ჩანს, რომ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება დაკავება იმ ადამიანების, რომლებიც მართავდნენ არალეგალურ „ქოლ-ცენტრებს“, იძარცვებოდნენ ევროპელი პენსიონერები. იმედი მაქვს, სამართლიანობა და სამართალი იზეიმებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას – ჯანდაცვის მინისტრი წამლებზე ფასის რეკორდულ მატებაზე
Next: ჩვენ „ხალხის ძალამ“ პოლიტიკაში ახალი წესები დავამკვიდრეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.