Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძეს შეიძლება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის ამბიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს

მარშალ პრესი 29/12/2023
მაია ბითაძე

საქართველო რომ მართო, ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო, პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო, ნდობის მოპოვება კი დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი აწარმოებს, ხაზარაძეს ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ის ადამიანები აანონსებენ, რომელთა პოლიტიკურ ან სხვაგვარ საქმიანობას უკვე ათწლეულებია, ყველა აკვირდება.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – საქართველოს მოქალაქეებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენლის უკან მდგომ პარტიას რა ერქმევა, ადამიანების მეხსიერებაში ყველა სახელსა და გვარს თავისი ისტორია აქვს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია რაც არ უნდა ეცადოს, ვერ დაგვავიწყებენ. მამუკა ხაზარაძეს შეიძლება, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის ამბიციაც ჰქონდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული საფეხურები უნდა გაიაროს. იმისთვის, რომ საქართველო მართო, ამისთვისაც გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო. პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო. ნდობის მოპოვება კი დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი აწარმოებს. ხაზარაძეს ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Post navigation

Previous: წინ 2024 წელია – ლიბერალ-ფაშისტების დამარცხების შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს უნდა მიეცეს განვითარების შანსი, რომელიც ენგურს ისევე გადაგვალახინებს, როგორც ებრაელებმა იორდანე გადალახეს
Next: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას – ჯანდაცვის მინისტრი წამლებზე ფასის რეკორდულ მატებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.