Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა

მარშალ პრესი 25/12/2023
გია აბაშიძე

რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს.

აბაშიძის თქმით, არ გაუკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე კომენტარს ჩამოართმევენ “მარწუხებში მყოფ” იმ ნაცარტისტებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს “თავისუფლად მოღვაწეობდნენ” და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ.

„რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა. თუმცა, სხვა რა დარჩენიათ სასოწარკვეთილ ნაცლუზერებს, როცა მათი მარიონეტების ინტელექტში უკიდეგანო ჩამორჩენილობა პროგრესირებს? ხან “ჯარისკაცებს არ აჭმევენ”, ხან “უხარისხო ფორმა აქვთ” და ა.შ.

არ გამიკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე თამამი კომენტარი ჩამოართვან “მარწუხებში მყოფ” იმ ნაცარტისტებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს “თავისუფლად მოღვაწეობდნენ” და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ. გაუკუღმართებულ ნაცსექტაში კონგენიალური ოქსიმორონი ჩვეული მოვლენაა. – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად პატრიარქს ესტუმრა და აღსაყდრებიდან 46 წლისთავი მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.