Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 25/12/2023
თავდაცვის სამინისტრო

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს, – ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

„სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ. ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები. ისინი კარგად ხედავენ განსხვავებას, ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით. დელტა ტექსტილის შექმნამდე არსებობდა, როგორც სამხედროების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მიწოდების დროულობის თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო. საბედნიეროდ ჩვენი სამხედროებისთვის ნათელია ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი. აღნიშნული ჯგუფების მიერ საზოგადოების დეზინფორმირების საწინააღმდეგოდ, თავდაცვის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში – შალვა პაპუაშვილი
Next: რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.