Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად პატრიარქს ესტუმრა და აღსაყდრებიდან 46 წლისთავი მიულოცა

მარშალ პრესი 25/12/2023
11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს.

მთავრობის მეთაურმა ოჯახთან ერთად პირადად მიულოცა მის უწმინდესობას ღირშესანიშნავი თარიღი.

„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.

თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.

მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.