Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 25/12/2023
414083539_894616766003425_1224770345577217329_n

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება საქართველოს კათალიკოს -პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.

,,საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა. დღეს მისი უწმინდესობის ღვაწლით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 46 ეპარქიაა, 2000 მოქმედი ტაძრით და 3000 ბერ-მონაზვნით. ეს უბრალო რიცხვები არ არის, ეს ჩვენი სულიერების და ჩვენი იდენტობის საფუძველთა საფუძველია.

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას, და მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას, დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დედაეკლესიის მესაჭეობას კიდევ მრავალი წელი,”– წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ჩვენ თუ კარგად მოვიქეცით და ელემენტარული მოთხოვნები შევასრულეთ, შეიძლება 2028,29, 30 წელს, თქვენს ეროვნულ პასპორტს ევროკავშირის პასპორტი დაემატოს
Next: თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.