Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილს არ ეკუთვნის საავადმყოფოში ყოფნა, თუმცა გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მიიღებენ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 24/12/2023
ირაკლი კობახიძე

სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაზე, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანონ.

„მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კანდიდატის სტატუსი არის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულების და ახალი ეტაპის დასაწყისი
Next: ნუ წვავთ ამ დამპალ დროშებს!!! ნუ აძლევთ საშუალებას ქართულ ევრო-თალიბანს ქართველები დააპატიმროს და ამით მიიღოს გრანტები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.