Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამოქმედო გეგმაში მარტივად არის გაწერილი თითოეული პუნქტი. არის 9 პრიორიტეტი და ცხრავეს გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები

მარშალ პრესი 20/12/2023
ირაკლი კობახიძე

არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაამტკიცა სამთავრობო კომისიამ. ამ სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი თითოეული ღონისძიება. ალბათ სასურველი იქნება რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს, რეალურად სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა დღემდე. კომპეტენტურ კომისიასთან წარიმართება კონსულტაციები, თუმცა რა თქმა უნდა არის საზოგადოების და მედიის ინტერესი და ჩემი გადმოსახედიდან სასურველია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს, ალბათ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე ევროკომისიის წარმომადგენლებს. გასასაიდუმლოებელი არაფერი არ არის სამოქმედო გეგმაში, არის მარტივად გაწერილი თითოეული პუნქტი, არის 9 პრიორიტეტი და 9-ვე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 9 დათქმის შესრულება უკვე დაწყებულია და სასურველია მალე გახდეს საზოგადოებისთვის ნათელი თუ როგორ მოხდება ამ პრიორიტეტების შესრულება.

„თავის დროზე ჩვენ ამ ფორმით წარვადგინეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა. ეს მოხდა შარშან ივნისში და ზუსტად მივყევით ამ გეგმას. პასუხისმგებელი სუბიექტები, ვადები და ა.შ ყველაფერი იყო დაცული. ზუსტად ასევე ვგეგმავთ ამ ახალი სამოქმედო გეგმის შესრულებასაც, ძალიან მკაფიო მიდგომით ვფიქრობთ, რომ უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი, არიან პასუხისმგებელი სუბიექტები, არის გაწერილი კონკრეტული ვადები და შესრულება უკვე დაწყებულიც კი არის, თქვენ თუ ჩახედავთ სამოქმედო გეგმას, როცა ამის საშუალება იქნება, ნახავთ რომ გარკვეულ შემთხვევებში ვადად მითითებული იყო დეკემბრის დასაწყისიც კი, ან დეკემბრის ბოლო, გარკვეულ შემთხვევაში იანვარი, თებერვალი და ა.შ. ანუ ეს ვადები არ არის გაწერილი მაინცდამაინც მომავალი წლის დეკემბრის ბოლოსთვის, მუდმივ რეჟიმში უნდა შესრულდეს ცალკეული პუნქტები, იმისდა მიხედვით თუ რა პრიორიტეტია შესასრულებელი.

ამიტომ უკვე დაწყებულია რეალურად მუშაობა. სასურველია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს ეს სამოქმედო გეგმა, იმისათვის რომ საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ თუ როგორ გვესახება ჩვენ ამ პრიორიტეტების შესრულება. ბუნებრივია არაფერია დასამალი და ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გასაჯაროვდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ ინტელექტუალებისა და მებრძოლების პარტია – მიხეილ სააკაშვილი
Next: წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”-

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.